ვლადიმერ ვისოცკი – მარინა ვლადის
ავტორი: ოთარ ცისკაძე ჟანრი: თარგმანი 25 სექტემბერი, 2026 Владимир Высоцкий – К Марине Влади ვლადიმერ ვისოცკი – მარინა ვლადის (ეს არის ვლადიმერ ვისოცკის უკანასკნელი ლექსის სტრიქონები, რომელიც დაიწერა 1980 წლის 11 ივნისს (პოეტის გარდაცვალებამდე თვენახევრით ადრე) და მიეძღვნა მარინა ვლადის) ქვემოთ და ზემოთ ყინულია — ვწვალობ; იბედივ: ზედას გარღვევას ვეცადო, თუ ფსკერის კვეთებას? მსურს ზედაპირზე ამოცურვა, მცირე იმედიც, ვიზის აღების მოლოდინში საქმის კეთებაც. ყინულო, დასკდი, მოვიცილო მძიმე ხუნდები! ვით გუთნისდედას ხვნისას, ხვითქი ისე გადამდის, ნაცნობ სიმღერის ხომალდივით დაგიბრუნდები: ძველი ლექსებიც მეხსომება შენთვის მარადის! ორმოცს გავცდი და ორმოცდაათს მივუკაკუნე, შენით ვცოცხლობ და უფალი მყავს მწედ და მფარველად, შემომინახავს სასიმღეროდ რაღაც საუნჯე, უზენაესის სამჯავროზე თავსამართლებლად. 25 სექტემბერი, 2026 წ. 2026 წლის 24 სექტემბერს გარდაიცვალა ლეგენდარული მსახიობი მარინა ვლადი, ვლადიმერ ვისოცკის მეუღლე, ნათელი მათ სულებს! Владимир Высоцкий – К Марине Влади Это строки из последнего стихотворения Владимира Высоцкого, написанного 11 июня 1980 года (за полтора месяца до смерти поэта) и посвященного Марине Влади. И снизу лёд, и сверху — маюсь между, — Пробить ли верх иль пробуравить низ? Конечно, всплыть и не терять надежду, А там — за дело в ожиданьи виз. Лёд надо мною — надломись и тресни! Я весь в поту, как пахарь от сохи. Вернусь к тебе, как корабли из песни, Всё помня, даже старые стихи. Мне меньше полувека — сорок с лишним, — Я жив, тобой и Господом храним. Мне есть что спеть, представ перед Всевышним, Мне есть чем оправдаться перед Ним.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი