სერგეი ესენინი - კვამლით ნიაღვარი…


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
4 ოქტომბერი, 2026

Сергей Есенин - Дымом половодье зализало ил... 

სერგეი ესენინი - კვამლით ნიაღვარი…

კვამლით ნიაღვარი
ტლეკდა ლამს და ქვიშნარს,
აღვირები ქარვის
მთვარემ მიმოფინა.

მივეხლები ტივით
ნაპირს, მესრის ირგვლივ
მოჩანს ტაძრებივით,
წითურ ზვინთა მწკრივი.

საწყალობლად ჩხავის,
არღვევს დუმილს ჭყანტის,
უხმობს როჭო შავი
სალოცავად ჟამნის.

მუქლურჯ ბინდით ჭალა
შიშველ მიწას ბურავს,
მე ვილოცებ ახლა
შენს იღბალზე მდუმრად.

4 ოქტომბერი, 2026 წ.


Сергей Есенин -  Дымом половодье зализало ил...

Дымом половодье
Зализало ил.
Желтые поводья
Месяц уронил.

Еду на баркасе,
Тычусь в берега.
Церквами у прясел
Рыжие стога.

Заунывным карком
В тишину болот
Черная глухарка
К всенощной зовет.

Роща синим мраком
Кроет голытьбу...
Помолюсь украдкой
За твою судьбу.

1910

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი