დიმიტრი მერეჟკოვსკი — ღმერთი
ავტორი: ოთარ ცისკაძე ჟანრი: თარგმანი 11 ოქტომბერი, 2026 Дмитрий Мережковский – Бог დიმიტრი მერეჟკოვსკი — ღმერთი ო, ღმერთო ჩემო, მადლობას გწირავ, რომ შემახედე თვალებით ცამყარს, სამარადჟამო შენს წმინდა საყდარს, ღამეს, ზღვის ტალღებს, გარიჟრაჟს მბრწყინავს... თუნდ სატანჯველი მელოდეს უნდილს, გმადლობ: რომ წამი განვცადე ამო, გულით შეცნობილ ყველაფრის გამო, რასაც მიამბობს ვარსკვლავთა გუნდი... ყველგან გგრძნობ, ყველგან, უფალო მადლით, სამარისებურ დუმილშიც ღამის და თვით უშორეს ვარსკვლავშიც ცხადლივ, სულის სიღრმეშიც კურთხეულ ჟამის. ღმერთი მწყუროდა - არმცოდნეს ამის, ჯერაც არ მწამდი, მიყვარდი თუმცა, თუ უარგყოფდა გონება ხამი, გული არ გთმობდა, გიგრძნობდა უცბად. გამომეცხადე: სამყარო ვრცელი შენ ხარ; ყოველი — ცა, წყალი, ფიფქი, ეფირი, ქარის ღრიალი, ცეცხლი, შორი ვარსკვლავი, პოეტის ფიქრი... სანამდე ვცოცხლობ და ვსუნთქავ — გვედრებ, მიყვარხარ მუდამ — მწუხარს, თუ მცინარს, შენ შეგერწყმები სიკვდილის შემდეგ, ვით ვარსკვლავები ერწყმიან ცისკარს; ჩემი სიცოცხლე იმისთვის მინდა, დაუდუმებლად გადიდო წმინდავ, ვინც გვაძლევ ღამეს, გარიჟრაჟს მბრწყინავს, სიცოცხლე-სიკვდილს — მადლობას გწირავ!.. 11 ოქტომბერი, 2026 წ. უნდილი - გაუხარელი ხამი - გამოუცდელი Дмитрий Мережковский – Бог О, Боже мой, благодарю За то, что дал моим очам Ты видеть мир, Твой вечный храм, И ночь, и волны, и зарю… Пускай мученья мне грозят, — Благодарю за этот миг, За всё, что сердцем я постиг, О чем мне звезды говорят… Везде я чувствую, везде Тебя, Господь, — в ночной тиши, И в отдаленнейшей звезде, И в глубине моей души. Я Бога жаждал — и не знал; Еще не верил, но, любя, Пока рассудком отрицал, — Я сердцем чувствовал Тебя. И Ты открылся мне: Ты — мир. Ты — всё. Ты — небо и вода, Ты — голос бури, Ты — эфир, Ты — мысль поэта, Ты — звезда… Пока живу — Тебе молюсь, Тебя люблю, дышу Тобой, Когда умру — с Тобой сольюсь, Как звезды с утренней зарей; Хочу, чтоб жизнь моя была Тебе немолчная хвала, Тебя за полночь и зарю, За жизнь и смерть — благодарю!.. 1890 г.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი