თედორე ტიუტჩევი - Silentium*
ავტორი: ოთარ ცისკაძე ჟანრი: თარგმანი 24 ივნისი, 2021 Ф. И. Тютчев - Silentium! თედორე ტიუტჩევი - Silentium* ნურაფერს იტყვი, არ გათქვას ენამ შენი გრძნობები და აღმაფრენა, - სულის სიღრმეში აღიძრან მხოლოდ, მის უფსკრულებში ჩასვენდნენ ბოლოს ჩუმად, ღამეში ვარსკვლავთა დარად - დატკბი, გაყუჩდი, კრინტი არ დაძრა! კარგია, თუკი განდობას უფრთხი, გაიზიარებს სხვა შენს დარდს, წუხილს? სწორად გაიგებს გამხელილ ზრახვას? ნათქვამი ფიქრი იქცევა ჩმახვად; წყაროს აამღვრევ როყიო სიტყვით, მხოლოდ იხმიე - არ დაძრა კრინტი! საკუთარ თავთან მწირივით დარჩი, სულში ეძიე სამყაროს არსი იდუმალი და მისნური აზრით; თორემ აყრუებს გნიასი ზარიფს, ფანტავს მზის სხივი შერყვნილს და ნაძრახს, - ყური დაუგდე - კრინტი არ დაძრა!.. 24 ივნისი, 2021 წ. * Silentium - მდუმარება (ლათ.) Ф. И. Тютчев - Silentium! Молчи, скрывайся и таи И чувства и мечты свои – Пускай в душевной глубине Встают и заходят оне Безмолвно, как звезды в ночи, – Любуйся ими – и молчи. Как сердцу высказать себя? Другому как понять тебя? Поймет ли он, чем ты живешь? Мысль изреченная есть ложь. Взрывая, возмутишь ключи, – Питайся ими – и молчи. Лишь жить в себе самом умей – Есть целый мир в душе твоей Таинственно-волшебных дум; Их оглушит наружный шум, Дневные разгонят лучи, – Внимай их пенью – и молчи!.. 1829-30 Silentium - Молчание (лат.)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი