დიმიტრი მერეჟკოვსკი - ოქტომბერი


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
14 ოქტომბერი, 2026

Дмитрий Мережковский – Октябрь 

დიმიტრი მერეჟკოვსკი - ოქტომბერი

ზედ დასჩხაოდა ავბედითი ყორანი მოხისს
და მათ ფოთოლნარს ფერგადასულ მჭკნარი სოსნების,
თავლაღი ქარი გააცლიდა  ბერმუხებს მოხრილთ,
ვით სიდიადეს ძველი ჟამის გვირგვინოსნების...

დასცვივათ ძვირი სამოსელი ავდრის ნებაზე,
მკრთალია, როცა გამოსცდება მზის სხივი ღრუბლებს,
როგორც ამაო იმედები უკვდავებაზე,
როგორც მოხუცის უბადრუკი სიმხიარულე.

14 ოქტომბერი, სვეტიცხოვლობა, 2026 წ.

მოხისი - მუხნარი
სოსანი -  მეწამული, იისფერი ყვავილი


Дмитрий Мережковский – Октябрь

Уж вещий ворон каркал над дубровой,
И мертвенного пурпура ветвей
Вихрь не щадил, свободный и суровый,
Как древнего величия царей…

И падает их пышная одежда,
И бледен солнца луч сквозь облака,
Как на бессмертье тщетная надежда,
Как жалкое веселье старика.

1894

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი