რობერტ ფროსტი - უკაცრიელი ადგილები


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
25 ოქტომბერი, 2026

Robert Frost - Desert Places 

რობერტ ფროსტი - უკაცრიელი ადგილები

ბარდნიდა, ღამე ეშვებოდა, ო, რარიგ ჩქარა,
შევხედე მინდორს, ჩავიარე როდესაც შარა,
არეს თანაბრად მოჰფენოდა ქათქათა თოვლი,
თუმც ზოგგან ნამჯა, სარეველა ვერ დაეფარა.

მომიჯნავე ტყის ქონებაა, ველზე ის ზრუნავს,
შეჰყუჟებიან ცხოველები უჩუმრად ბუნაგთ,
გულგატეხილი, დაბნეული მათ ვეღარ დავთვლი,
ძალუნებურად მარტოობა მითრევს და მთრგუნავს.

მარტოსულობას მარტოობა ამძაფრებს მკვეთრი,
გაძლიერდება, შემცირდება ვიდრეღა შერთვით
ღამეულ ბნელის უსიცოცხლო სითეთრე თოვლის —
არაფრისმთქმელი, უსახური, სასოწარმკვეთი.

სიცარიელე სივრცეების ვარსკვლავთა შორის,
შორეული და უკაცური, ძრწოლას ვერ მომგვრის,
თავად მაქვს ჩემში, გაცილებით მახლობლად სახლის,
დამშინებელი უდაბური ალაგნი ბორგვის.

25 ოქტომბერი, 2026 წ.


Robert Frost - Desert Places

Snow falling and night falling fast, oh, fast
In a field I looked into going past,
And the ground almost covered smooth in snow,
But a few weeds and stubble showing last.

The woods around it have it---it is theirs.
All animals are smothered in their lairs.
I am too absent-spirited to count ;
The loneliness includes me unawares.

And lonely as it is that loneliness
Will be more lonely ere it will be less --
A blanker whiteness of benighted snow
With no expression, nothing to express.

They cannot scare me with their empty spaces
Between stars---on stars where no human race is.
I have it in me so much nearer home
To scare myself with my own desert places.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი