ანა ახმატოვა - მიწის დიდება კვამლს მიედრება


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
29 ოქტომბერი, 2026

Анна Ахматова – Земная слава как дым 

ანა ახმატოვა - მიწის დიდება კვამლს მიედრება

მიწის დიდება კვამლს მიედრება,
არ მითხოვია იგი ვედრებით,
ვინც შემაყვარა ქვეყნიერებამ,
ვანეტარებდი ბედნიერებით.

ერთი კვლავ ცოცხლობს, რატომ ვიჯავრო,
თუ სხვა მიჯნურთან უყვარს ხორხოცი?
ხოლო მეორე იქცა ბრინჯაოდ,
გადათოვლილი ცივი ფოლორცის.

29 ოქტომბერი, 2026 წ.

ფოლორცი - მოედანი

Анна Ахматова – Земная слава как дым

Земная слава как дым,
Не этого я просила.
Любовникам всем моим
Я счастие приносила.

Один и сейчас живой,
В свою подругу влюбленный,
И бронзовым стал другой
На площади оснеженной.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი