ანა ახმატოვა - სახელის განთქმა კვამლს მიედრება (ახალი ვარიანტი)
ავტორი: ოთარ ცისკაძე ჟანრი: თარგმანი 30 ოქტომბერი, 2026 Анна Ахматова – Земная слава как дым (ახალი ვარიანტი) ანა ახმატოვა - სახელის განთქმა კვამლს მიედრება სახელის განთქმა კვამლს მიედრება, არ მითხოვია იგი ვედრებით, ვინც შემაყვარა წადიერებამ, ვანეტარებდი ბედნიერებით. ერთი მათგანი ცოცხლობს, ვიჯავრო, თუ სხვა მეგობარს ეტრფის მოხდენილს? ხოლო მეორე იქცა ბრინჯაოდ, გადათოვლილი პირქუშ მოედნის. 30 ოქტომბერი, 2026 წ. ახმატოვა ამ ლექსში ორი მამაკაცის ბედს ადარებს: ერთი, ვინც ცოცხალია და სხვა ქალთან ბედნიერია (სავარაუდოდ, იგულისხმება მისი მეუღლე ნიკოლოზ გუმილიოვი), და მეორე, ვინც უკვდავყოფილ იქნა ბრინჯაოს ძეგლად (სიმბოლურად სიკვდილის ან პოეტური უკვდავების ნიშანი). Анна Ахматова – Земная слава как дым Земная слава как дым, Не этого я просила. Любовникам всем моим Я счастие приносила. Один и сейчас живой, В свою подругу влюбленный, И бронзовым стал другой На площади оснеженной. 1914
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი