უილიამ შექსპირი. სონეტი #2
როცა ორმოცი ზამთრის ალყა ლაზათს გაგაცლის, გადაგატარებს სილამაზის ველზე ერქვანებს, შენ, თავმომწონეს სიჭაბუკის ამაყ ტანსაცმლით, დრო დაგიფლითავს სამოსელს და გაგივერანებს. თუ ვინმემ გკითხა: „საბოძვარი აურაცხელი - ბედნიერ დღეთა სად გაეცი ავლადიდება?“ ვერას მიუგებ, თავს ჩაქინდრავ მაშინ დარცხვენით, შენს ღრმად ჩაცვენილ თვალთა ლმობის ასარიდებლად. წელგამართული, სილამაზით იამაყებდი, თუ თქმას შეძლებდი: „ეს ყმაწვილი პირმშვენიერი, შვილია ჩემი, დასაყრდენი სიჭარმაგეში, გამმართლებელი ცხოვრების და დამდგარ სიბერის“. თუმცა სიცივე გექნებოდა რბილში გამჯდარი, იჩუხჩუხებდა შენი სისხლი შვილში გამთბარი. 10 აგვისტო, 2021 წ. When forty winters shall besiege thy brow, And dig deep trenches in thy beauty's field, Thy youth's proud livery so gazed on now, Will be a totter'd weed of small worth held: Then being asked, where all thy beauty lies, Where all the treasure of thy lusty days; To say, within thine own deep sunken eyes, Were an all-eating shame, and thriftless praise. How much more praise deserv'd thy beauty's use, If thou couldst answer 'This fair child of mine Shall sum my count, and make my old excuse,' Proving his beauty by succession thine! This were to be new made when thou art old, And see thy blood warm when thou feel'st it cold.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი