დიმიტრი მერეჟკოვსკი - ნუ მაწამებ, გაზაფხულო, გთხოვ დანდობას!...


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
15 ნოემბერი, 2026

Дмитрий Мережковский - Пощады я молю! Не мучь меня, Весна... 

დიმიტრი მერეჟკოვსკი - ნუ მაწამებ, გაზაფხულო, გთხოვ დანდობას!...

ნუ მაწამებ, გაზაფხულო, გთხოვ დანდობას!
არ მოხვიდე ავადმყოფურ სიალერსით,
მთვლემარე გულს ნუ უღვიძებ მტანჯველ გრძნობას
გულწარმტაცი ბავშვურ ზღაპრით, მწველი ლექსით.

შემიბრალე, ხედავ - ღონე გამიწყდება!
გადამქანცა სურნელებით ზეფირონმა,
ძვირად მერგო სიმშვიდე და დავიწყება,
დაუტოვე ტანჯვით დაღლილ სულს მირონად!

15 ნოემბერი, 2026 წ.


Дмитрий Мережковский - Пощады я молю! Не мучь меня, Весна...

Пощады я молю! Не мучь меня, Весна,
Не подходи ко мне с болезненною лаской
И сердца не буди от мертвенного сна
Своей младенческой, но трогательной сказкой.

Ты видишь, как я слаб, – о сжалься надо мной!
Меня томит и жжет твой ветер благовонный.
Я дорого купил забвенье и покой, –
Оставь же их душе, страданьем утомленной…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი