დიმიტრი მერეჟკოვსკი – მარტოობა
ავტორი: ოთარ ცისკაძე ჟანრი: თარგმანი 29 ნოემბერი, 2026 Дмитрий Мережковский – Одиночество დიმიტრი მერეჟკოვსკი – მარტოობა მერწმუნე, სიღრმეს შენი სულის — ფსკერს ვერ ჩასწვდება ხალხი, ვით თასი სითხით აღვსებული, ისე სავსეა ნაღვლით. თუ მეგობართან ტირი ოხვრით, ნუგეშს მოელი მსგავსის, მხოლოდ ორ-სამ წვეთს თუ გადმოღვრი კიდიდან იმავ თასის. მაგრამ მარად თვლემს სიჩუმეში, დაფარულ დარდუბალად, ის, რაც ფსკერზეა, სიმრუმეში, სნეულ სულს გადუმალავს. სხვა სამყაროა სხვისი გული, გზას წყვეტს უღრმესი ხევით, მასში ვერ შევალთ მოყვარული სულით და ძალისხმევით. და არის რაღაც, ღრმად დანთილი შენი თვალების ალში, ჩემგან ისე შორს, ვით მანძილი ვარსკვლავებამდე ცარგვლის... საკუთარ თავის ციხის ფსკერში, საბრალო კაცო, სატრფოს სიყვარულში და ყველაფერში, საუკუნოდ ხარ მარტო! 29 ნოემბერი, წმ. მათე მახარებლის ხს. დღე, 2026 წ. Дмитрий Мережковский – Одиночество Поверь мне – люди не поймут Твоей души до дна!.. Как полон влагою сосуд,– Она тоской полна. Когда ты с другом плачешь,– знай: Сумеешь, может быть, Лишь две-три капли через край Той чаши перелить. Но вечно дремлет в тишине Вдали от всех друзей,– Что там, на дне, на самом дне Больной души твоей. Чужое сердце – мир чужой, И нет к нему пути! В него и любящей душой Не можем мы войти. И что-то есть, что глубоко Горит в твоих глазах, И от меня – так далеко, Как звезды в небесах... В своей тюрьме,– в себе самом, Ты, бедный человек, В любви, и в дружбе, и во всем Один, один навек!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი