უილიამ შექსპირი. სონეტი #6


ნებას ნუ დართავ ზამთარს გახდეს იავარმქმნელი
შენი ზაფხულის, შეინახავ ვიდრე  დანაწურს:
მანამ აავსე აზარფეშა ტკბილი სასმელით,
სანამ მპარავი დრო წარგტაცებს ეშხის საგანძურს.

ნუ გერიდება სასურველი ვახშის გაცემის,
დაგიბრუნდება სესხი, ოჯახს თუ მოეკიდე,
შვილშეძენილი, ზამთრით ვეღარ გაიძარცვები,
ათმაგ სიხარულს მოგანიჭებს ათი მემკვიდრე. 

გაგიმეორა თუკი ათგზის შენმა ნამატმა,
გაათკეცდება კიდევ ათჯერ შენი არსება,
სიკვდილს ამაყად დაუხვდები, რადგან ნატამალს
დატოვებ ქვეყნად -  უამრავი მსგავსი დაგრჩება.

ამოსხარტულო, ნუ იქნები კერპი, თავკერძი
და ნუ არგუნებ სილამაზეს მატლებს ანდერძით!

16 აგვისტო, 2021 წ.


Then let not winter's ragged hand deface,
In thee thy summer, ere thou be distilled:
Make sweet some vial; treasure thou some place
With beauty's treasure ere it be self-killed.

That use is not forbidden usury,
Which happies those that pay the willing loan;
That's for thy self to breed another thee,
Or ten times happier, be it ten for one;

Ten times thy self were happier than thou art,
If ten of thine ten times refigured thee:
Then what could death do if thou shouldst depart,
Leaving thee living in posterity?

Be not self-willed, for thou art much too fair
To be death's conquest and make worms thine heir.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი