უილიამ შექსპირი. სონეტი #7
აღმოსავლეთით გაიხედე - ბრწყინავს ცისკარი, ამოდის მნათი ბაკმიანი, შუქმოციაგე, ყველა არსება შეჰფოფინებს თვალმოცინარი, მის უზენაეს ხელმწიფებას პატივს მიაგებს. როცა მიაღწევს წვეროკინას ცაში აღმასვლის, მოჰგავს ბრგე ვაჟკაცს, ვიდრე ქვევით დაეღირება, ყველა მოკვდავის კვლავ შეხარის მზერა ფრთამალი და თვალს ადევნებს ოქრომზიურ გასეირნებას. მაგრამ როდესაც ძირს ეშვება ღვაწლშემოსილი, მოხუცს წააგავს, ბარბაცით რომ ჩაესვენება და ყველა თვალი ცეცხლოვანი მნათის მორჩილი, მიაჩერდება ახლა უკვე სხვათა მშვენებას. თუ უშვილობით სიჭაბუკის გასცდი ზეობას, ჩაესვენება იმ მზესავით შენი მზეობაც. 17 აგვისტო, 2021 წ. Lo! in the orient when the gracious light Lifts up his burning head, each under eye Doth homage to his new-appearing sight, Serving with looks his sacred majesty; And having climb'd the steep-up heavenly hill, Resembling strong youth in his middle age, Yet mortal looks adore his beauty still, Attending on his golden pilgrimage; But when from highmost pitch, with weary car, Like feeble age, he reeleth from the day, The eyes, 'fore duteous, now converted are From his low tract and look another way: So thou, thyself out-going in thy noon, Unlook'd on diest, unless thou get a son.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი