უილიამ შექსპირი. სონეტი #9
ალბათ წინდაწინ გეშინია ქვრივის ცრემლების, მარტოხელობა რადგან გიჯობს მეუღლის ყოლას, ვინიცობაა, უშვილძიროდ მოიცელები, ქვეყანა გიგლოვს, დარჩენილი უწყვილო ცოლად; სამყარო შენით დაქვრივდება, გახსენებს გვრინვით, გულამოსკვნილი გააგრძელებს მოთქმა-გოდებას, მაშინ, როდესაც შვილს შეხედავს რიგითი ქვრივი და ქმრის იერი ნაშიერით მოაგონდება. უყაირათო თუ ქონებას გაანიავებს, სხვას გაამდიდრებს - ეს იქნება გამოსავალი, მაგრამ მშვენებას თუ უპირებს ვინმე იმავეს, წაახდენს, რადგან არ დარჩება შთამომავალი. ვერ შეიყვარებს, ვერ გახდება სხვათა საყრდენი, საკუთარ თავის მიმართ ამგვარ ცოდვის ჩამდენი! 20 აგვისტო, 2021 წ. Is it for fear to wet a widow's eye, That thou consum'st thy self in single life? Ah! if thou issueless shalt hap to die, The world will wail thee like a makeless wife; The world will be thy widow and still weep That thou no form of thee hast left behind, When every private widow well may keep By children's eyes, her husband's shape in mind: Look what an unthrift in the world doth spend Shifts but his place, for still the world enjoys it; But beauty's waste hath in the world an end, And kept unused the user so destroys it. No love toward others in that bosom sits That on himself such murd'rous shame commits.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი