უილიამ შექსპირი - სონეტი 66
66. დავიღალე ყველაფრით, თავს მშვიდ სიკვდილს ვავედრი: რადგან ვხედავ ღირსეულს, დაბადებულს მათხოვრად, ხოლო უღირსს - შემოსილს ზეზითა და ხავერდით, წმინდა სარწმუნოებას - უარყოფილს, ნაოხრალს, სათანადო დიდებას შეცვლილსა და გათელილს, ნამუსახდილ ქალწულებს, დამცირებულ ღირსეულთ, სრულქმნილებას - ჭორებით შებღალული სახელით, ძლიერებას - მერყევი მართვით დახეიბრებულს, დადუმებულ ხელოვანთ, შიშით გათითოებულთ, ცრუმეცნიერს, დანიშნულს განათლების გამგებლად, შერყვნილ ჭეშმარიტებას, ცილით გარიოშებულს და სიკეთის ბოროტის მარწუხებში ჩაგდებას... დავიღალე ყველაფრით, მსურს ამისგან გაქცევა, მაგრამ ახლა სიკვდილი, არის სატრფოს გაცემა. Tired with all these, for restful death I cry, As, to behold desert a beggar born, And needy nothing trimm'd in jollity, And purest faith unhappily forsworn, And guilded honour shamefully misplaced, And maiden virtue rudely strumpeted, And right perfection wrongfully disgraced, And strength by limping sway disabled, And art made tongue-tied by authority, And folly doctor-like controlling skill, And simple truth miscall'd simplicity, And captive good attending captain ill: Tired with all these, from these would I be gone, Save that, to die, I leave my love alone.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი