უილიამ შექსპირი - სონეტი #98
98. ამ გაზაფხულზე უფრო მეტად მოგისაკლისე, როცა აჭრელდა აპრილის თვე ანდამატური, გაუჭაბუკდა ყოველს სული და სიხალისემ ააცმუკა და გააცინა ქუში სატურნიც. ყურს ვერ მიტკბობდა ვერც მგალობელ ჩიტთა რაკრაკი, ვერც ყვავილების სურნელი, ან ფერი მშველოდა, რომ მომეყოლა საამური ჟამის არაკი, ან თაიგული შემეკონა წარმტაც მდელოდან. ვერ განმაცვიფრა სისპეტაკით თეთრმა შროშანმა, არ შემიქია მოღაღანე ვარდთა სინგურიც, ეს ყველაფერი სილამაზის ჩრდილად მოჩანდა, რადგან ნიმუში მარტოოდენ შენ ხარ სიტურფის. უშენოდ ჩემთვის ჯერაც სუსხი იდგა ნამდვილი და გაზაფხულიც იყო მხოლოდ შენი აჩრდილი. From you have I been absent in the spring, When proud-pied April dress'd in all his trim Hath put a spirit of youth in every thing, That heavy Saturn laugh'd and leap'd with him. Yet nor the lays of birds nor the sweet smell Of different flowers in odour and in hue Could make me any summer's story tell, Or from their proud lap pluck them where they grew; Nor did I wonder at the lily's white, Nor praise the deep vermilion in the rose; They were but sweet, but figures of delight, Drawn after you, you pattern of all those. Yet seem'd it winter still, and, you away, As with your shadow I with these did play.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი