უილიამ შექსპირი - სონეტი 126
126. კოხტა ბიჭუნავ, ჟამმა ჯერ ვერ გაგასავათა, ჯერ კვლავ მბრძანებლობ მის ცვლად სარკეს, ნამგალს, საათსაც, წლების მატებამ ვერ დაამცრო შენი სიტურფე, შენს მიჯნურებს კი დასტყობიათ დროის სიქუფრე. გეტრფის ბუნებაც, არ ანებებს ჟამს შენს წახდენას, წლებს უკან გაძლევს და მშვენებაც გაგიახლდება, მისთვის შენა ხარ საგოგმანო, ნასათუთები, დროს შენთვის ებრძვის, ცდილობს მოსპოს მისი წუთები. თუმცა უფრთხილდი, დიდხანს მასთან ვერ დაიმკვიდრებ, მარადიულად არ ინახავს თავის სიმდიდრეს; ვალის გადახდას როცა მოსთხოვს ჟამი ანგარი, დროს გადაგცემს და გაისტუმრებს ამით ანგარიშს. O thou, my lovely boy, who in thy power Dost hold Time's fickle glass, his sickle, hour; Who hast by waning grown, and therein show'st Thy lovers withering as thy sweet self grow'st; If Nature, sovereign mistress over wrack, As thou goest onwards, still will pluck thee back, She keeps thee to this purpose, that her skill May time disgrace and wretched minutes kill. Yet fear her, O thou minion of her pleasure! She may detain, but not still keep, her treasure: Her audit, though delay'd, answer'd must be, And her quietus is to render thee.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი