უილიამ შექსპირი - სონეტი 86
86. შენი მოსურნის აფრაასხმულ ლექსის რაზრაზმა გამოიწვია ჩემი მუზის დამდუმარება, მომწიფებული გულისზრახვა ფსკერში ჩარაზა, დაასამარა ნაფიქრალი აუარება? ეგებ რაყიფი შეუერთდა უკვდავ დიადებს, როცა განაბრძნეს ცეცხლოვანი არსის მგოსნებმა? არა, ვერც ის და ვერც იმისი მეხვაშიადე ღამის ამქარი, ვერ შეძლებდა ჩემს გაოგნებას. ვერც მეტოქე და ვერც ნაცნობი მგოსნის აჩრდილი, ვინც უძლიერებს ნატიფ ლექსებს რითმის სიზუსტით, ვერ გაბედავენ გამარჯვების ზეიმს ქადილით, რადგან ვდუმარებ განა შიშით, ანდა სისუსტით! მაგრამ იერით როს გაავსე ლექსი მავანთა, საქები საგნის უკმარობამ გამასავათა. Was it the proud full sail of his great verse, Bound for the prize of all too precious you, That did my ripe thoughts in my brain in hearse, Making their tomb the womb wherein they grew? Was it his spirit, by spirits taught to write Above a mortal pitch, that struck me dead? No, neither he, nor his compeers by night Giving him aid, my verse astonished. He, nor that affable familiar ghost Which nightly gulls him with intelligence As victors of my silence cannot boast; I was not sick of any fear from thence: But when your countenance fill'd up his line, Then lack'd I matter; that enfeebled mine.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი