უილიამ შექსპირი - სონეტი #95
95. გალამაზდება საქციელი შენგან ნაძრახიც, მატლივით დახრავ, ტურფა ვარდზე როცა ცოცდება, საკუთარ სახელს და ჩირქს მოსცხებ უგვან განზრახვით, სანდომიანად წარმოაჩენ ავხორც ცოდვებსაც. ენაჭარტალა თუკი ლამობს გაქიაქებას, აღვირახსნილად სურს შეგრაცხოს ქცევის განხილვით, შენი სახელის ხსენებისას ხდება მაქებრად და განქარდება ყველა ავი გამოძახილი. ხელში ჩაიგდო მწიკვლმა შენი ახოვანება, სწორუპოვარი საცხოვრისი გადაილოცა, შენ შეგიძლია გადაფარო ნაკლოვანება და თვალწარმტაცად მოაჩვენებ სათაკილოსაც. მაგრამ ერიდე უთავბოლო დროისტარებას, პირბასრ ხანჯალსაც დააჩლუნგებს ხშირი ხმარება. How sweet and lovely dost thou make the shame Which, like a canker in the fragrant rose, Doth spot the beauty of thy budding name! O, in what sweets dost thou thy sins enclose! That tongue that tells the story of thy days, Making lascivious comments on thy sport, Cannot dispraise but in a kind of praise; Naming thy name blesses an ill report. O, what a mansion have those vices got Which for their habitation chose out thee, Where beauty's veil doth cover every blot, And all things turn to fair that eyes can see! Take heed, dear heart, of this large privilege; The hardest knife ill-used doth lose his edge.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი