უილიამ შექსპირი - სონეტი #96
96. ნაკლად გითვლიან სიჭაბუკეს, ანდა ანცობას, მშვენიერების ხილვით ზოგიც დაიბღვირება, ყველას სწადია შენთან ყოფნა, შენი გაცნობა, ხელგეწიფება მოაჩვენო ნაკლი ღირსებად. დედოფლის თითზე ძვირფასად ჩანს კენჭის ნათალიც, მის საფასურში დაეჭვება ემარცხვინებათ, ასევე ჩანხარ ბევრის თვალში ალალ-მართალი, შენი ცოდვები გასაღდება ჭეშმარიტებად. შეეძლებოდა მგელს უამრავ ბატკნის გაწყვეტა, თუ წარდგებოდა მათ წინაშე კრავის სამოსით, რამდენ შენს მზირალს ემუქრება სულის წაწყმედა, შენი მშვენების ძალას თუკი სრულად გამოცდი. რადგან ჩემად გთვლი, ნუ იკადრებ ავის ჩადენას, შენი სახელის მენანება ზადით წახდენა! Some say thy fault is youth, some wantonness; Some say thy grace is youth and gentle sport; Both grace and faults are loved of more and less; Thou makest faults graces that to thee resort. As on the finger of a throned queen The basest jewel will be well esteem'd, So are those errors that in thee are seen To truths translated and for true things deem'd. How many lambs might the stern wolf betray, If like a lamb he could his looks translate! How many gazers mightst thou lead away, If thou wouldst use the strength of all thy state! But do not so; I love thee in such sort As, thou being mine, mine is thy good report.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი