ნიკოლოზ გუმილოვი - გზააბნეული ტრამვაი


ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
5 ივლისი, 2026

Николай Гумилев - ЗАБЛУДИВШИЙСЯ ТРАМВАЙ 

ნიკოლოზ გუმილოვი - გზააბნეული ტრამვაი

მე მივდიოდი უცნობი ქუჩით
და ყურს ვუგდებდი მკვეთრ  ყრანტალს ყვავის,
ბარბითის ჟღერას, შორეულ ქუხილს,
ჩემ წინ გამოჩნდა მფრენი ტრამვაი.

მის საფეხურზე თუ როგორ შევხტი
გამოცანაა, ნავალი მისი
ცეცხლოვან ბილიკს, ვით ნათლის სვეტი
ტოვებდა მჭვირვალ ჰაერში მზისით.

ფრთოსან ბნელქარად მიქროდა მაღლა,
გზადაკარგული  უფსკრულში ჟამის,
დაამუხრუჭეთ ვატმანო ახლავ
და შეაჩერეთ ვაგონი წამით! 

თქვა: გვიანია. გადავცდით კედელს,
გადავიარეთ პალმები დიდი,
ნევა, ნილოსი და სენა შემდეგ,
გადავიგრგვინეთ სამივე ხიდი.

სარკმლის ჩარჩოსთან აჩრდილი გაკრთა,
გამომცდელ მზერის გლახაკის, ვინაც
ბეირუთში მყავს ნანახი მართლა
და ვიცი მოკვდა ერთი წლის წინათ.

სად ვარ? პასუხის ცდა ძალას  მილევს,
გულს ბაგაბუგი გაუდის, მითრთის:
ხედავ იმ სადგურს, მოგცემენ ბილეთს,
სულის ინდოეთს ეწვევი რითიც.

აბრა... სისხლიან წარწერით მნაცრავს,
გვაუწყებს ალაგს მწვანილით სავსეს,
თუმც კომბოსტოს და თალგამის ნაცვლად,
დახლზე ყიდიან მოკვეთილ თავებს.

წითელპერანგა, ცურივით სახის
ჯალათმა თავი მომკვეთა  წუთში,
ჩამაგდო ფსკერზე, სად უცნობ ხალხის
თავები ეგდო სლიპინა ყუთში.

იმ შესახვევში ხის ღობეს ნახავ,
სამსარკმლიან სახლს, მის ლეგა მოლსაც, 
დაამუხრუჭეთ ვატმანო ახლავ,
რათა ვაგონმა შეწყვიტოს  ქროლა! 

მაშენკა, შენ აქ მკვიდრობდი, მღერდი,
ჩემთვის, საქმროსთვის ხალიჩას ქსოვდი,
შენი სხეული,  ხმა, თეთრი მკერდი
ახლა სადაა, ნუთუ შენც მოკვდი?! 

შენ ლოჯიაში მელოდი გმინვით,
მე გაპუდრულ თმით წავედი, ვიდექ,
იმპერატრიცის ფრანტების მწკრივში
და ვეღარასდროს გიხილავ კიდევ.

თავისუფლება - აწ ვუწყი კარგად,
მიღმით მოსული სხივია მხოლოდ
და პლანეტების ზოპარკის კართან
ხალხიც, ლანდებიც იცდიან ბოლოს.

ტკბილ და ნაცნობ ქარს შევიგრძნობ გვერდით
და ჩემკენ ხიდის მიღმიდან მოქრის,
რკინის თათმანში მტევანი მხედრის
და ორი ნალმოჭედილი ფლოქვი.

მართლმადიდებლურ სიმყარედ მარად,
ცას ისააკის გუმბათი ერთვის,
შენთვის გადვიხდი პარაკლისს ტაძრად,
მაშენკა, ხოლო პანაშვიდს - ჩემთვის.

გულს  სადარდელი მოედო ხავსად,
სუნთქვა მიჭირს და გამსრისა ხვედრმა...
მაშენკა, არ მიფიქრია, მსგავსად
შემეძლო შეყვარება და სევდა.

5 ივლისი, 2026 წ.


Николай Гумилев - ЗАБЛУДИВШИЙСЯ ТРАМВАЙ

Шел я по улице незнакомой
И вдруг услышал вороний грай,
И звоны лютни, и дальние громы,
Передо мною летел трамвай.

Как я вскочил на его подножку,
Было загадкою для меня,
В воздухе огненную дорожку
Он оставлял и при свете дня.

Мчался он бурей темной, крылатой,
Он заблудился в бездне времен…
Остановите, вагоновожатый,
Остановите сейчас вагон.
Поздно. Уж мы обогнули стену,
Мы проскочили сквозь рощу пальм,
Через Неву, через Нил и Сену
Мы прогремели по трем мостам.

И, промелькнув у оконной рамы,
Бросил нам вслед пытливый взгляд
Нищий старик, — конечно тот самый,
Что умер в Бейруте год назад.

Где я? Так томно и так тревожно
Сердце мое стучит в ответ:
Видишь вокзал, на котором можно
В Индию Духа купить билет.

Вывеска… кровью налитые буквы
Гласят — зеленная, — знаю, тут
Вместо капусты и вместо брюквы
Мертвые головы продают.

В красной рубашке, с лицом как вымя,
Голову срезал палач и мне,
Она лежала вместе с другими
Здесь в ящике скользком, на самом дне.
А в переулке забор дощатый,
Дом в три окна и серый газон…
Остановите, вагоновожатый,
Остановите сейчас вагон.

Машенька, ты здесь жила и пела,
Мне, жениху ковер ткала,
Где же теперь твой голос и тело,
Может ли быть, что ты умерла!

Как ты стонала в своей светлице,
Я же с напудренною косой
Шел представляться Императрице,
И не увиделся вновь с тобой.

Понял теперь я: наша свобода
Только оттуда бьющий свет,
Люди и тени стоят у входа
В зоологический сад планет.

И сразу ветер знакомый и сладкий,
И за мостом летит на меня
Всадника длань в железной перчатке
И два копыта его коня.
Верной твердынею православья
Врезан Исакий в вышине,
Там отслужу молебен о здравьи
Машеньки и панихиду по мне.

И всё ж навеки сердце угрюмо,
И трудно дышать, и больно жить…
Машенька, я никогда не думал,
Что можно так любить и грустить.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი