ჰაინრიხ ჰაინე - შენ ჩამოჰგავხარ მშვენიერ ყვავილს
ავტორი: ოთარ ცისკაძე ჟანრი: თარგმანი 6 ივლისი, 2026 Heinrich Heine - Du bist wie eine Blume ჰაინრიხ ჰაინე - შენ ჩამოჰგავხარ მშვენიერ ყვავილს შენ ჩამოჰგავხარ მშვენიერ ყვავილს, ასეთი სათნო, ლამაზი, წმინდა; როდესაც გიმზერ, აუხსნელ ნაღვლით გული მწუხრდება და ძლიერ მინდა თავზე დაგადო ხელები ციმციმ, სავედრებელი წარმოვთქვა საღვთო - შეგინარჩუნოს უფალმა მიწყივ ასეთი წმინდა, ლამაზი, სათნო! 6 ივლისი, 2026 წ. Heinrich Heine - Du bist wie eine Blume Du bist wie eine Blume, So hold und schön und rein; Ich schau' dich an, und Wehmut Schleicht mir ins Herz hinein. Mir ist, als ob ich die Hände Aufs Haupt dir legen sollt', Betend, daß Gott dich erhalte So rein und schön und hold. 1823
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი