ედგარ ალან პო - სიზმარი სიზმარში
ავტორი: ოთარ ცისკაძე ჟანრი: თარგმანი 16 ივლისი, 2026 Edgar Allan Poe - A Dream Within a Dream ედგარ ალან პო - სიზმარი სიზმარში მიიღე შუბლზე ეს ნაზი კოცნა, გემშვიდობები სანატრელს როცა, მსურს ვაღიარო ალალად, მორცხვად, რომ არ ცდებოდი და სახიზარი ჩემი ცხოვრება იყო სიზმარი. თუ გამიფრინდა იმედი, ნატვრა, ერთ ღამეში, ან ერთ დღეში გაქრა, ცხადში, ან როგორც რაღაც ზმანება, განა ნაკლებად დამენანება? მოჩვენებულიც, ჩვენთვის მჩინარიც, ეს სიზმარია მხოლოდ სიზმარში. ვდგავარ იქ, სადაც ტალღები ზალპით ეხეთქებიან გატანჯულ ნაპირს და მიკავია ზვირთების თქეშში ოქროსფერ ქვიშის მარცვლები პეშვით - ო, რა მცირეა და რარიგ ძვირი, თითებთა შორის რაც წყლისკენ მირბის, სანამ მე ვტირი, სანამ მე ვტირი! ო, ღმერთო! ნუთუ მაგრად ჩაბღუჭვით ვერ შევიკავებ ამ მარცვლებს მუჭში? ო, ღმერთო! ნუთუ თუნდაც ერთ მათგანს ვერ ავარიდებ ზვირთისგან დანთქმას? მოჩვენებულიც, ჩვენთვის მჩინარიც, ეს სიზმარია მხოლოდ სიზმარში? 16 ივლისი, 2026 წ. Edgar Allan Poe - A Dream Within a Dream Take this kiss upon the brow! And, in parting from you now, Thus much let me avow — You are not wrong, who deem That my days have been a dream; Yet if hope has flown away In a night, or in a day, In a vision, or in none, Is it therefore the less gone? All that we see or seem Is but a dream within a dream. I stand amid the roar Of a surf-tormented shore, And I hold within my hand Grains of the golden sand — How few! yet how they creep Through my fingers to the deep, While I weep — while I weep! O God! Can I not grasp Them with a tighter clasp? O God! can I not save One from the pitiless wave? Is all that we see or seem But a dream within a dream?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი