ოტია შალვას ძე იოსელიანი (დ. 16 ივნისი, 1930, სოფელი გვიშტიბი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 14 ივლისი, 2011, იქვე[2]) — ქართველი მწერალი. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. თხზულებებს აქვეყნებდა 1954 წლიდან. მოთხრობების პირველი კრებული „კარის მეზობლები“ გამოსცა 1957 წელს.მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში. ავტორია ათამდე პიესისა. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით. გარდაიცვალა 2011 წლის 14 ივლისს. დაკრძალულია სოფელ გვიშტიბში, საკუთარი სახლის ეზოში, მწერლის ანდერძის თანახმად.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი