ანჟამბემანი


ნოემბრის წვიმა ცას 
ბათქაშებს ჩამორეცხს, 
ატყდება ერთბაშად ფოთლების გნიასი. 
დღეები, 
რომლებიც ერთმანეთს გვაშორებს, 
ფანჯარა, 
რომელიც გავაღე მეასედ - მოვხურე უშენოდ. 
ღმერთიც ვერ მნახულობს,
ცარიელ სახლში ვარ, არსად ვემალები,
რამდენჯერ ვილოცო, 
ან თუ ვიმარხულო,
(ან რას მიკეთებს ეს ანჟამბემანები?!).
ერთ დღესაც იხუვლებს, ისე წამოხეთქავს,
ვერ გამოვერკვევი,
 კაცი ნოტრ დამიდან,
მოდი, 
ეს ერთიც და, კარი შემოაღე,
მოდი, 
ეს ერთხელაც გავიცნოთ თავიდან,
თორემ, 
მაჯისცემა დამრჩა ნეგატიურ დღესავით ამაო. 
ღმერთი შემახვედრე!
ყველა თვითმკვლელობა ღმერთმა მაპატიოს...
საბოლოოდ ვაღებ სარკმელს ას მეერთედ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი