"ჩემო ტკივილო და ჩემო სანატრელო"!


მუხლებნატყვიარო,  დროშადახეულო, 
ეს რა პატარა და უსუსური დარჩი. 
ისევ არ ვკადრულობ,  ისევ ვუხერხულობ, 
სახეს კი არადა,  უფრო ვხედავ აჩრდილს. 

ისე გაჩუქდი და ისე დაილიე, 
ჯვარცმულ ქრისტეს ჰგავხარ,   შორით აღდგომამდე. 
შარბათად მიგირთვეს,  შეგსვეს,  დაელიე, 
თავის ტკივილები როგორ გადმოგადეს. 

ახლა ისე კვდები,  ახლა ისე ქრები, 
ვერასდროს აღსდგები,  ისე გაიცრიცე. 
როდის არ ტიროდი,  რა დროს მიბერდები, 
აღარც მახსოვს ბოლოს,  როდის გაიცინე. 

რას აღარ მივცემდით,  შენ რომ აღმსდგარიყავ, 
ცოტაც რომ გესუნთქა,  რას არ გავიღებდით! 
მაგრამ ახლა უკვე,  ალბათ,  გვიანია, 
აღსდექ ისევე და ისევ გამიღმერთდი! 

როგორ ვერ დავითობ და ვერ თამარ მეფობ
აღარც გველექსება,  აღარც მზე გვაქვს ჩვენ,  რომ... 
"ჩემო ტკივილო და ჩემო სანატრელო"! 
 "ჩემო ტკივილო და ჩემო სანატრელო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი