ვერ გნახე
არსებობს სიცოცხლის სხვადასხვა ვერსია, მე იმ ერთს უნდა ვეყმო. რამდენი ტაძარი, თუნდაც ეკლესია - ვერცერთში გნახე ღმერთო! შევქმენი ვერტმფრენი, გემი და მანქანა, გეძებე ბევრი და ბევრი. არც ცაში, ზღვაში და ხმელეთზეც აღარ ხარ, დაგკარგე რწმენაში ღმერთი! მასწავლეს, მირჩიეს, მთხოვეს და მომთხოვეს - გწამდესო, გწამდეს, გწამდეს! რა მწამდეს! - ზავს ვუდებ აქაურ ჯოჯოხეთს, მოგშორდი და ვერსად გნახე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი