არ ლაპარაკობენ ასეთ რამეებზე
ფიქრს ჩაეყინება სისხლი ცოტახანში, ცოტახანში უნდა იავდაროს ალბათ და რომ ბევრი ხალხი ჩემთან, მოვა სახლში. შემოასვენებენ მამას, დაღლილ მამას. არ ლაპარაკობენ ასეთ რამეებზე ბავშვებთანო, და გამიყვანენ გარეთ. მიწასამატლეა სუნი მამის ხელზე და ღმერთწამხდარია ირგვლივ არე-მარე. ძაღლი ეზოში, რომ დაიყმუვლებს ამ დროს და სოფლელები, რომ გაუჯავრდებიან, ამით მამის სიკვდილს დედამიწას ამცნობს დედამიწა როცა მკვდრებით ჯანმრთელია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი