წვიმას მზე არ უჩანდა


გალუმპული ქუჩა და
ტროტუარზე გოგონა. 
წვიმას მზე არ უჩანდა
და გოგონა მორბოდა. 

ქირქილ-ქირქილ,  ქარი-ქარ
და ბიჭები იქ იდგნენ. 
ეს ბიჭები ხვალიდან
გოგოზე იფიქრებენ. 

წვიმამაც თავისი ქნა, 
კაბას ტალახით ამკობს
და გოგონამ გარისკა, 
ტალახს წმენდს და
 არ ნანობს, 
რომ ბიჭებს იყურადღებს, 
რომ უყურებს ქვეყანა. 
ამ წვიმაში შუადღეს, 
ღმერთს ბიჭი დაენანა. 

დაე,  ბედმა დაწეროს
მოხდეს რაც არ უნდა ის.  
იცის გოგომ,  რომ წეროს... 
რომ არ მოჰყავს აქ ბავშვი. 

გალუმპული ქუჩა და
ტროტუარზე გოგონა. 
წვიმას მზე არ უჩანდა
და გოგონა მორბოდა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი