ყველა წასვლა არის ადრე
ველოდები ღამის წყვდიადს, სახელს ვერაფერს ვერ ვარქმევ. ყველა მოსვლას ჰქვია "გვიან" ხოლო ყველა წასვლას "ადრე". ახლა უშენობა მქვია, ახლა უშენობა მმართებს. ყველა ცრემლი დამრჩა გვიან და ვერ აგიცრემლდი ადრე. ვწყევლი და აღარ ჩანს დილა, მთვარე ჩაუყინავს ღამეს. მოდი! მოსვლა გერქვას გვიან, თუნდაც ცოტახნით და მალე. ყველაფერი მიაქვს ნიავს, არაფერი არ აქვს ქარებს. ყველა მოსვლა არის გვიან, ყველა წასვლა არის ადრე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი