ბანალური ლექსი
ახლა ტყეები დაფრინავენ ქარში ქარდაქარ, თებერვალია და მე თითქმის სულ შენ მოგელი. გნახავ და ყინვას გადაყლაპავ, ისიც ხანდახან, ცრემლს კი ყოველთვის. ყინვასს ხევებში დამჩნევიათ ნათითურები მეც დავივლი და ამ ყინულებს თითებს დავამტვრევ. ახლა სოფელშიც ჩაყინულა ძველი ბუხრები, და ელის მარტებს. დაიმსხვრა ყველა ოცნება და თოვლში დაიბნა, (იმ ყინულივით - ზედა სტროფში რომ ვიგულისხმე). მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გავრისკავ, ვით დიონისე - მეც ბახუსსა და ღვინოს ვეტრფი გაზაფხულამდე, ეს არის მხოლოდ თვითსიკვდილი და ეს მაცოცხლებს. შენ შეგიძლია, უარი თქვა და არ გიყვარდე, მაგრამ გახსოვდე! ახლა სიკვდილის ტოლფასია ქარები ტყეში და საფლავამდე გზა გვირილებს მოუფენიათ. გაიოცებენ კაცის სიკვდილს თოვლში მგზავრები - ამ უთენია?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ბრავო👏👏