საგაზაფხულო
მომდებია ობობები ობებივით, სქელი სისქის ქსლით ნაქსოვი ლექსი ვლექსე. ვიყივლებ და გაგაღვიძებ ყოველ დილით, რომ სიზმრები პროცენტებით არ ისესხო. მიატოვებ მარტს მარტივად, აპრილივით და დაივლი დასარაზად დარაბების. ერთ დღეს ისევ აქ დარჩენას დამპირდები, მეორე დღეს გადამაჩვევ დაპირებებს. ხეჭეჭურზე ფეხმძიმობენ ნაადრევად კვირტები და იზლაზნვიან მძიმე ფეხით. თქვი კიდევ, რომ ვერ მოგეცი გარანტია და მარტისთვის მარტივად ვერ გიმეტებდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი