გარეთ მარტის ნაცვლად ვირუსია
მარტი - ბუმბერაზი, გოლიათი, ირგვლივ სევდიანი ემბაზები. მე კი ურჯულო და უნიათო, დასაავადებლად ვემზადები. მარტი - არტერია მარტოობის, მოაყვავილთოვლებს არე-მარეს. ახლა სიმარტოვე აღარ მყოფნის, ახლა სიმარტოვე მასამარებს. გარეთ მოწამლული ჰაერია, გარეთ ჟანგბადია უჰაერო. ბაცილები ისე მრავლდებიან, ვშიშობ, რომ ვაი თუ ვერ დავბერდე. მარტოობისათვის მარტობისთვე... იქნებ და აღარც საღამო მოვა. ახლა ჰორიზონტზე ვხედავ ნისლებს, ღმერთიც ვერ ვნახე, რომ გამწყრომოდა. მარტი - ბუმბერაზი, გოლიათი, ირგვლივ სევდიანი ემბაზები. მე კი ურჯულო და უნიათო, დასაავადებლად ვემზადები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი