ნახვამდის!
ფანჯრის რაფაზე ღამე ხედავს სიზმრად თენებას, ძილი რას ჰქვია, ძილი რაა, ძილი სად არის! ცოტა ხანიც და მარტოობა ისე შედგება, როგორც კონტექსტში ნახსენები სიტყვა "ნახვამდის". იყო ფიქრები, არის დარდი, ხვალ რა იქნება. გადატანითი მნიშვნელობით ვყლაპავ ცხოვრებას. მერე ცხოვრება ისევ ისე გამარტივდება, ამ სიმარტივეს შავ ვარდებსაც გააყოლებენ. მარტს დაებადა აპრილი და ჩანასახივით, ფეთქავს ტყემლები, ფეთქავს გული და დედამიწა. გათენდება და სახლიდანაც გაგასახლებენ, რომ დაიღალე, რომ ჩავარდი, რომ ვეღარ ზიდავ სიმულაციურ სიცოცხლეს და ჯვარს საგოლგოთეს. იქნებ შეცდომით დაიბადე და ის არა ხარ, ვინც უნდა იყო... დაგზაფრეს და გაგაბოროტეს, ნება მოგცეს რომ შეასრულო თავის დამარხვა. ფანჯრის რაფაზე ღამე ხედავს სიზმრად თენებას, ძილი რას ჰქვია, ძილი რაა, ძილი სად არის! ცოტა ხანიც და მარტოობა ისე შედგება, როგორც კონტექსტში ნახსენები სიტყვა "ნახვამდის".
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი