იყო და არ იყო რა!


ჭირი იქ და ლხინი აქ, 
ზღაპარია,  გჯეროდეს, 
როცა წვიმა მოაქვს ქარს, 
ამ წვიმაზე ვწერო მეც. 

წვიმა მოვიდა და წვიმს, 
შენ ვერ მოხვედი და გწერ. 
აღარც წერტილების მწამს, 
აღარც მისი (სი)მძიმე. 

წვიმა წავიდა და წამს
ვერანაირად ვერ ვსდევ. 
წვიმა ეწამა და მწამს, 
მწამს, რომ ისევ იწვიმებს. 

გამოიდარებს  და შენც, 
რომ გადახვალ აქედან. 
დაგიწერ დიდ ვერაფერს - 
იყო და არ იყო რას. 

იყო და არ იყო რა, 
ჭირი იქ და ლხინი აქ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი