შენ და სხვა
ერთ დღესაც ავდგები და ღიმილს ვისესხებ, თორემ ჩემს ღიმილებს ყავლი ხომ გაუდის. შეგხვდება ქუჩაში ჩემსავით ვინმე სხვა, ვინმე სხვა, ისიც რომ ჩემსავით გაცუდდეს. ჩაივლით შენ და სხვა კორპუსის კედელთან, იქ სადაც "მე" და "შენ" წერია პლიუსით. შენ, გახარებული კედელს არც შეხედავ, მე - დამარცხებული ჩავუვლი კორპუსებს. ბერწ ამინდს გაუდის ვადა და ვერ გეძებ, ჯანდაბას! წვიმა არ მოდის და არც ვუცდი. "მე" და "შენ" (პლიუსით) წერია კედელზე, პლიუსი, რომელიც არაფერს არ უდრის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი