ძვირფასო გალაკტიონ


აქ ჩვენთან არ არის იმის გარანტია,
რომ ძლიერ ჩავრაზოთ უფარდო ფანჯრები
ჩვენ გვაპატიე,
 ძვირფასო გალაკტიონ, 
რომ ასე უღმერთოდ, რომ ასე ვარდები! - 
ფანჯრიდან... შენ მოკვდი და ჩვენ გვაპატიე, 
რომ ბრალად დაგედო
 ფანჯრიდან დაღმართი.
მიწიდან ღმერთამდე, 
დიდო გალაკტიონ,
 ჩვენ ასე დავრჩით და შენ ასე ამაღლდი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი