ნუღარაფერს მეტყვი


ციცინათელების სეზონია, 
დაგვრჩა ერთი ღამე,  არც თუ მეტი. 
გთხოვ,  ისე წადი ნუ გეცოდები - 
ნუღარაფერს
მეტყვი! 

ახლა ლაქიანი მთვარე გმოსავს, 
ახლა სადაცაა გავგიჟდები. 
ლაქა მოსდებია გარემოსაც
შენი
ნაბიჯების. 


მიწამ ჩამოწველა ციდან წვიმა, 
ჩემთან საღამოა მინუს ერთი, 
ეს საღამოც შენ გამინაწილე. 
უკვე
ვვირუსდები. 

ციცინათელების სეზონია, 
დაგვრჩა ერთი ღამე,  არც თუ მეტი. 
გთხოვ,  ისე წადი ნუ გეცოდები - 
ნუღარაფერს
მეტყვი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი