დავრჩი ღმერთივით, ანუ მარტო
დილა მოიცვამს უშენობას შიშველ სხეულზე, მე ჩაგილაგებ ჩემოდანს, რომ რამე არ დაგრჩეს. შენ კი არადა, ჩემს თავს თვითონ მე ვეღარ ვუძლებ, შენ კი არადა, ირონიას მაყრის გამჩენი. - და მარტო ვრჩები. ერთი ქარობა დარჩენილა ბაბუაწვერა და ქარის ნაცვლად ჩაურბენ, ან წვერებს გააცვენ. მე კი მომიწევს მარტოობა, ანუ ამ წელსაც აღარ დავაცლი საკუთარ თავს, ანუ დავაცლი, - ვაზნას დავაცლი. დავრჩი ღმერთივით, ანუ მარტო, ვით ნატაძრალზე, შენ კი დენთის და დამბაჩის ხმა წამოგეწევა. - ვეღარც ვეწევი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი