არ მშორდება
სისხლი გადაუსხამს განშორებას, ხშირად ვსუნთქავ, რომ არ შევეწირო. არ მშორდება-მეთქი, არ მშორდება ეს უსინდისო და გარეწარი უშენო სიცოცხლე თან, რომელშიც ახლა დავრწმუნდი, რომ ნაკლები ვარ. საწოლზე ორისთვის ეს ბალიში ერთსაც ვეღარ იტევს. მატლებივით ღოღავენ სიზმრები ყოველ ღამე, აქა-იქ შავები ერევიან. მე გული მისკდება, რომ რეკავენ "როგორა ხარ? " და "სხვა?" - კითხვებია. ჩემად, ჩემთვის ვერ დაგიტოვე და მრჩება მოგონების გადანახვა მე კი მიზეზიც ვერ მიპოვია, რომ აქ და ჩემს ახლოს რატომ არ ხარ. სადღაც ფიქრია და რა შორს კვდება, ნასიყვარულევი მონატრება. არ მშორდება-მეთქი, არ მშორდება შენზე კოშმარი, ეს მომამტვრევს და გადამიყოლებს თან გადამათრევს სადღაც პირდაღებულ მიწის ჩრდილში. ეს ვითომლექსებიც ვერ ამართლებს, თუმცა წერას მაინც ვერ დამიშლი. დაგლეჯილ ფარდებში ქარი დარბის ასე დამცინავად, ირონიით. შიგნით ტკივილები დაიბადა, მწამლავს, სულს მიხუთავს ნიკოტინიც. სისხლი გადაუსხამს განშორებას, ხშირად ვსუნთქავ, რომ არ შევეწირო. არ მშორდება-მეთქი, არ მშორდება ეს უსინდისო და გარეწარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი