მე უნდა გიდარდო
არ ვიცი, ახლა თუ გავსტანე დილამდე, ლექსს კი არ დაგიწერ - ჩემს თავზე გიამბობ. დიდი არაფერი, ნურაფერს იდარდებ, წესით, შენ კი არა, მე უნდა გიდარდო. მე უნდა გიდარდო, რომ არ მემეტები, რომ გადაგეჩვიო, რომ ოცნება კვდება. შიგნით შენ კი არა, როე მემატება და ხვალ, გამთენიას შენ გამომაკლდები. ახლა ისე მდარდობ, ისე გებრალები, რომ უხერხულია თხოვნა აქ დარჩენის. მალე წახვალ შენ და გადაიკარგები, ლანდივით დავრჩები, როგორც მამაჩემი. მალე დანარჩენი დღეებიც მოაყრის, მალე უთარიღო დღეები დამრჩება. მე გადავუძახებ ერთ-ორ ჩირაქ არაყს, და უნდა ვიკმარო ეს გადასარჩენად. არ ვიცი, ახლა თუ გავსტანე დილამდე, ლექსს კი არ დაგიწერ, ჩემს თავზე გიამბობ. დიდი არაფერი, ნურაფერს იდარდებ, წესით, შენ კი არა, მე უნდა გიდარდო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი