ვერ მოვასწარი


დავდივართ შორს და დავდივართ ერთად
და სადაცაა,  მოვა ზამთარიც. 
რამდენი რამე მინდოდა მეთქვა
და ნახევარიც ვერ მოვასწარი. 

გარეთ ქარია და გამა ფერთა, 
შიგნით სამარე მიმოვისწორე. 
გვეწადა დიდხანს სიცოცხლე ერთად
და ნახევარიც ვერ მოვასწარით. 

უფრო სხვანაირ ლექსს გპირდებოდი, 
თუმცა, რას იზამ,  იყოს რაც არის! 
შენ გაიფიქრე,  რომ მიკვდებოდი, 
მე ეს გავიგე და დაგასწარი. 

ჩვენ უფრო მეტად,  სხვა გრძნობა გვერქვა, 
თოვლი დადო და ფეთქავს ზამთარი. 
რამდენი რამე მინდოდა მეთქვა
და ნახევარიც ვერ მოვასწარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი