ღმერთო
ხომ ხედავ, რომ მართალი ვარ?! შენც მართალი ხარ, როცა ვერაფერს ვერ მეუბნები. ისიც მართალია, შენ რომ გთხოვს ყველაფერს. ყველა მართალი ვართ, ყველა ალალი ვართ, ადექი და უთხარი უარი. გაბედე და უთხარი უარი. შენი ბრალია, მე რომ ფუთით მარილი არ მაჭამე. შენ რა შუაში ხარ - მე ვერ ვჭამე, ვერ ვიყიდე და ვერ ვჭამე, ფული არ მქონდა და ვერ ვჭამე. ფული მინდა, ფული. ფული, მინდა ფული. შენ მომცემ ფულს, ღმერთო! მე წავალ ვიყიდი მარილს. მერე შევჭამ მარილს, მარილს, ერთ ფუთს და ამოვიცნობ ჩემს მეგობარს. ფული მინდა, მწუთხე გემო არი, ფული მომე, რომ მშორდება მეგობარი, ღმერთო! მეგობარი ღმერთო, მეგობარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი