ხვალ
ყველა ნერვს ახლა და უძილობას პირში გაჩრილი კევივით ვღეჭავ. უეჭველად და აუცილებლად მიპყრობს შიში და მიპყრობს ის ეჭვი, რომ ხვალ, ან ერთ დღეს როცა იქნება, გავიღვიძებ და აღარ დამხვდები. მოვა ზამთარიც და ეს ფიფქები მომაყრის ტანზე, ანუ თავხედი ფიქრის სეზონი. მერე ეზოში, თეთრ ეზოში, თუ დაღლილ ეზოში გამოვხედავ და თვალს გავიწელავ დავასხამ ფიქრებს, როგორც ზედაშე - გამახსენდება ჩვენი ჯვრისწერა, რომელიც წესით უნდა გვქონოდა, რომ სხვანაირად გვეცხოვრა მაშინ. ან ყველაფერი ისევ ბოლოდან დაგვეწყო ერთხელ და ისე თავში ავსულიყავით, რადგან შენც ხედავ, რომ ყველაფერი პირისპირ დადგა. ანუ პირისპირ გვეცხოვრა მე და შენ, (კიდევ "ანუ") გვქონოდა ვადა: სიყვარულისთვის, ცხოვრებისათვის, სიკვდილისათვის, სპექტაკლის დადგმა. გაგიჟდა ყველამ, ყველამ, ვინაც კი გადაიღალა და დაყვა დაღმართს. მოვა თოვლი და ამ წყეულ თვალებს კარივით ისევ გავაღებ ფართოდ. დაღამებულზე ისევ ნამთვრალევს მოვძებნი, ერთ დროს, ჩემს და შენს ფართობს ოთახში, სადაც სიცარიელე ჩემზე მეტია და ნეკნებს მამტვრევს. მოვლენ ფიფქები უკაცრიელნი, უცადე მერე თუ მოვა მარტი, რომ მკვდარ გაზაფხულს გადააყაროს შენი სურნელი ამოუხსნელი და ამ სურნელმა ისე მატაროს, როგორც, რომ ბავშვის მიერ ფურცელით გაკეთებული თვითმფრინავები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი