აგისრულებ
დილა - სიგარეტზე მოკიდებით. ღამე, უღიმღამო ძილით მძინავს. ავდგები და ერთ დღეს მოგიკვდები, ამით ავისრულებ ყველა სიზმარს. სიტყვაზე მენდე, რომ ბორკილები დამიპატარავდა, გავიზარდე. სიტყვაზე მენდე, რომ მოგიკვდები, ერთ უმზეოში, თუ ნამიან დღეს. რაღაც უხეირო აკორდებით ვტეხავ წინათგრძნობის მოაჯირებს. მაინც არ გჯერა რომ მოგიკვდები, რამდენ სისულეს არ მაჯერებ. ახლა გიღალატებ მორიდებით, თუმც მორიდებას ვინ მაიძულებს. კარგი! არ გეტყვი, რომ მოგიკვდები და უთქმელად ამას აგისრულებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი