არასდროს
მე და შენ ფიქრებით შორი-შორს დავდივართ, ან სულაც, ფიქრები ერთი გვაქვს საერთოდ. ღმერთები ცალ-ცალკე გვდევნიან მაღლიდან, ჩვენ მაინც ჩურჩულით შევხვდებით, ღამე რომ ჩადგება მთვარის და ვარსკვლავის კუპეში. მე და შენ სიცოცხლეც არასდროს არ გვახსოვს. მე და შენ დავრჩებით ერთურთის ფიქრებში და სინამდვილეში - არასდროს, არასდროს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი