შენი აფეთქების ნამსხვრევებმა


დილა  ღამისაგან დაფეთდება, 

დილა,  დილაა და განა ყველა?! 

შენ ხარ ყველა გრძნობის აფეთქება, 

მე - ამ აფეთქების გამნაღმველად

ისე დამაყენე,  

გეფიცები, 

ისევ არეული ვგავვარ ლექსებს. 

შენ ხარ ჩემი გრძნობის ეპიცენტრი, 

მე კი,  ეს გრძნობები გავავრცელე

დედამიწაზე 

და ციდან ცამდე, 

ღრუბლებამდე და მის ნაფლეთამდე.

მეც მაცადე ცოტა,  

მეც მაცადე, 

რომ არ მოაღწიოს საფეთქლამდე

შენი 

აფეთქების 

ნამსხვრევებმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი