მოდი, დავუშვათ
მოდი, დავუშვათ, რომ ვიყავით ერთად და მერე ვნახეთ ღმერთი და ცრემლიც ვნახეთ განუყოფელად. ბოლოს კი ჩვენი ისტორია ისე დავწერეთ, რომ შვილებისგან არასოდეს აღარ ყოფილა ამოსახევი, დასაკარგი ან დასაწვავი ამ ლექსივით... ეს ივლისიც რამდენს მოგვივლის. გჯეროდეს ერთი, რომ ჩემგან შენ, იქ სადაც წადი, მეც გამოგყევი - როგორც ვარსკვლავს, ანუ მოგვივით გსდიე და როგორ - A პუნქტიდან ყველა პუნქტამდე, გამოვიყენეთ სიყვარულის უთვლელი ზმნები, გამოვიყენეთ მოფერების ყველა ოქტავა და ახლა "ჩვენი" - ერთ დროს "ჩემი", "შენი" მიზნები გახდა უკვე და შევექეცით ისეთ ნაოჭებს, რომელშიც სისხლსაც ეზარება სვლა და ანელებს. ჩვენ დიდი, დიდი, ისევე ჩვენს შვილებს ვახსოვდეთ, თორემ შენ ის თქვი, სხვა საით და ვინ გაგვიხსენებს. მოდი, დავუშვათ ქვა კი არა მეგალითები დედამიწაზე, ან სამყარო გადავაბრუნოთ, გამოვიყენოთ უთვალავი მაგალითები და შვილებს ჩვენი სუნთქვის გემო გადავაბუროთ თავზე და მერე, მერე ვწეროთ sms-ები ერთმანეთს. ბავშვებს დავუტოვოთ მარად მშვიდობა. შენ წაიკითხე, დაიტოვე ჩემი ლექსები და ბოლოს ასე სამუდამოდ დავემშვიდობოთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი