გიშვებ
თავი დაუხრიათ ნისლებს, ახლა უშენობა მავსებს. განა უარს ვამბობ?! - გიშვებ, ოღონდ, ნუ დამტოვებ ასეთს. ასეთს - უშენოს და მშიერს, ასეთს - უამინდოს ნისლში. მერე რა ვუშველო ფიქრებს, თორემ წასვლას კი არ გიშლი! არის ყველაფერი ისე, სიზმრების მოყოლაც წყალთან. მიტოვება არის რთული, თორემ ადვილია წასვლა. ვატყობ ჩემს თავს კვდომის ნიშნებს, ახლა უშენობა მმართებს. განა უარს ვამბობ?! - გიშვებ, ოღონდ, ნუ დამმარხავ ასეთს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი