ვივიენ
შორს, მთებში წავიდეთ ვივიენ! ვივიენ, იქ, მთებში ღმერთია. იქ ხალხი ასე არ ჰკივიან, იქ ნაღდი ხმის ტემბრით მღერიან სიმღერებს და მერე წვებიან. მთის გახდილ ნისლებს ტანთ იცვამენ. იქ ისე სუფთაა წყლები და ხალხი და მთები და მთის ცვარი. იქ, მთებში ავიდეთ, ვივიენ! მივუშვათ ცხენები ბოლომდე. გრძნობები?! - გრძნობებმა მისდიონ ჩვენს ცხენებს... მახსოვს, რომ ვლოთობდი შენამდე, ვიდრე არ გამოჩნდი. ვივიენ, ვივიენ, ვივიენ! იფიქრე, მომავალ შვილებზე, ამ გზებზე თუ როგორ ივლიან. დაგისვამ კითხვებს და ჩემს გვერდით, დაგსვამ იმ წყაროსთან დიდ ქვაზე. დილამდე დამბრდღნიან ეჭვები, დამგლეჯს და გამაპობს დილამდე ეგ, შენი ქალური ქალობა. იწვიმოს, იწვიმოს, ვივიენ! წვიმაში გრძნობები ხარობენ და დაივიწყებენ ტკივილებს. დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ, ცხენებიც მივუშვათ - ივლიან. გჯეროდეს, მოვუვლი მაგ ტუჩებს, რომ მყავდე ბოლომდე, ვივიენ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი